VEON FAQ
დავიწყოთ
რისი გაკეთება შემიძლია VEON-ით?

მიწერე და დაურეკე ყველა VEON კონტაქტს, მოუსმინე მუსიკას და დაათვალიერე სხვადასხვა გვერდები VEON-ზე. ისარგებლე მხოლოდ VEON-ის მომხმარებლისთვის განკუთვნილი ექსკლუზიური შეთავაზებებით.

რამხელა მეხსიერებას იკავებს VEON?

დაახლოებით 64 მეგაბაიტს.

ვის შემიძლია მივწერო VEON-ში?

შეგიძლია ეჩეთავო ყველა კონტაქტს, ვინც VEON-ს შემოუერთდება. შექმენი ჩეთ ჯგუფები, გააზიარე შენი მდებარეობა, გააგზავნე ფოტო და ვიდეო. იმისთვის, რომ ესაუბრო იმ კონტაქტებს, ვისაც ჯერ არ აქვთ აპლიკაცია, უბრალოდ მოიწვიე ისინი VEON-ში.

როგორ მოვიწვიო მეგობრები და ოჯახის წევრები VEON-ში?

აპლიკაციაში, შენი კონტაქტების გვერდზე მონიშე „ყველა“ და გაუგზავნე მეგობრებს VEON-ის მოწვევა.

"შემიძლია VEON-ის გამოყენება საზღვარგარეთ მოგზაურობისას?

დიახ, მოგზაურობისას VEON-ის უფასოდ გამოყენება შეიძლება WIFI ინტერნეტ კავშირით. თუ მობილურ ინტერნეტს გამოიყენებ, ჩამოგეჭრება მობილური ინტერნეტის საფასური, შენი როუმინგის მომსახურების ტარიფის შესაბამისად.

შემიძლია VEON-ში შესვლა სხვა მოწყობილობიდან?

მას შემდეგ, რაც ანგარიშს შექმნი, შეგიძლია VEON გამოიყენო ყველა იმ მოწყობილობით, რომელსაც აქვს შესაბამისი საოპერაციო სისტემა. გაითვალისწინე, რომ სხვა მოწყობილობიდან შესვლისას, წინა მოწყობილობაზე სესია შეწყდება.

VEON-ში ყოველი შესვლისას, აუცილებელია თუ არა ჩემი ტელეფონის ნომრის მითითება?

თუ რეგისტრაციისას მონიშნავ პარამეტრს „დაიმახსოვრე მონაცემები“,  მაშინ ყოველი შესვლისას ნომრის მითითება აღარ მოგიწევს.

როგორ მივიღო საჩუქრები VEON-ში

თუ ბილაინის აბონენტი ხარ, ჩამოტვირთე VEON აპლიკაცია, დარეგისტრირდი და მიიღე 1 GB საჩუქრად, 30 დღის გამოყენების ვადით.

თუ შენ დარეგისტრირებული ხარ VEON-ში და მოიწვევ მეგობრებს, ყოველი მოწვეული და დარეგისტრირებული მეგობრისათვის მიიღებ 500 MB საჩუქრად, 30 დღის გამოყენების ვადით.

ყოველდღე, როდესაც VEON-ის ჩეთს გამოიყენებ,  მიიღებ 50 MB საჩუქარად. 50 MB ძალაშია დღის ბოლომდე.

ვის მივმართო დახმარებისთვის VEON-ში?

VEON-თან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვის გამოსაგზავნად, გთხოვთ შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა

  • This field is for validation purposes and should be left unchanged.

Start typing and press Enter to search